| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? | გაკვეთილი 16 |
შენი გადაწყვეტილება — ღმერთისადმი მსახურება |
|
| რა უნდა გააკეთო, რომ გახდე ღმერთის მეგობარი? (1, 2) | |
| როგორ უძღვნი თავს ღმერთს? (1) | |
| როდის უნდა მოინათლო? (2) | |
| როგორ შეგიძლია მიიღო ძალა, რომ დარჩე ღმერთის ერთგული? (3) | |
1. ღმერთის მეგობარი რომ გახდე, საჭიროა: კარგად შეიმეცნო ბიბლიური ჭეშმარიტება (1 ტიმოთე 2:3, 4), ირწმუნო შესწავლილი (ებრაელთა 11:6), მოინანიო ცოდვები (საქმეები 17:30, 31) და შეიცვალო ცხოვრების სტილი (საქმეები 3:19). შემდეგ ღმერთისადმი სიყვარულმა უნდა აღგძრას, თავი მიუძღვნა მას. ეს ნიშნავს, ღმერთს პირად ლოცვაში უთხრა, რომ თავს უძღვნი მისი ნების შესასრულებლად (მათე 16:24; 22:37). 2. ღმერთისადმი მიძღვნის შემდეგ უნდა მოინათლო (მათე 28:19, 20). ნათლობა ყველას აგებინებს, რომ შენ თავი მიუძღვენი იეჰოვას. ამრიგად, მხოლოდ ისინი უნდა მოინათლონ, რომლებსაც პირადად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, ემსახურონ ღმერთს. ნათლობის დროს პიროვნების მთელი სხეული წამიერად უნდა დაიფაროს წყლით* (მარკოზი 1:9, 10; საქმეები 8:36). 3. მიძღვნის შემდეგ იეჰოვა მოელის, რომ აღთქმის შესაბამისად იცხოვრო (ფსალმუნი 49:14; ეკლესიასტე 5:3, 4). ეშმაკი შეეცდება, შეგაწყვეტინოს იეჰოვასადმი მსახურება (1 პეტრე 5:8). მაგრამ მიუახლოვდი ღმერთს ლოცვით (ფილიპელთა 4:6, 7). ყოველდღიურად ისწავლე მისი სიტყვა (ფსალმუნი 1:1–3). მჭიდრო კავშირი გქონდეს კრებასთან (ებრაელთა 13:17). ყოველივე ამის გაკეთებით შენ მიიღებ ძალას, რომ დარჩე ღმერთის ერთგული. ამრიგად მარადიულად შეძლებ შეასრულო, რასაც ღმერთი მოითხოვს შენგან! თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება და სახლში ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლა, მისწერეთ იეჰოვას მოწმეებს. მისამართი
|
||
1996 წლის გამოცემა |
|
Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|