იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 14წინა სტატიამომდევნო სტატია

როგორ არიან ორგანიზებული იეჰოვას მოწმეები

როდის დაიწყო არსებობა იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციამ? (1)
როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეების შეხვედრები? (2)
როგორ იფარება ხარჯები? (3)
ვინ ხელმძღვანელობს თითოეულ კრებას? (4)
რომელი უფრო დიდი შეხვედრები ტარდება ყოველწლიურად? (5)
რა კეთდება მათ მთავარ განყოფილებასა და ფილიალებში? (6)

1. იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციამ არსებობა დაიწყო 1870-იან წლებში. თავდაპირველად მათ „ბიბლიის მკვლევარები“ ეწოდებოდათ. მაგრამ 1931 წელს მათ მიიღეს ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10, აქ). ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად პატარა იყო, გაიზარდა და ახლა მილიონობით მოწმისგან შედგება, რომლებიც 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ.

2. იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობას ყოველკვირეულად სამი შეხვედრა აქვს. შენ გიწვევენ, ნებისმიერ შეხვედრას დაესწრო (ებრაელთა 10:24, 25). რასაც იქ ასწავლიან დაფუძნებულია ბიბლიაზე. შეხვედრები იწყება და მთავრდება ლოცვით. აგრეთვე უმეტეს შეხვედრებზე სრულდება გულწრფელი ‘სულიერი საგალობლები’ (ეფესელთა 5:18, 19). დასწრება უფასოა და არც ფულის აკრეფა ხდება (მათე 10:8).

3. უმეტესი კრებების შეხვედრები ტარდება „სამეფო დარბაზში“. ჩვეულებრივ, დარბაზები უბრალო კონსტრუქციის შენობებია, რომლებსაც მოხალისე მოწმეები აშენებენ. სამეფო დარბაზში ვერ ნახავ გამოსახულებებს, ჯვრებს ან მსგავს საგნებს. ხარჯები იფარება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. მათთვის, ვისაც რამის შეწირვა სურს, არის შესაწირავების ყუთი (2 კორინთელთა 9:7).

4. თითოეულ კრებაში არიან უხუცესები, ანუ ზედამხედველები. ისინი მოძღვრავენ კრებას (1 ტიმოთე 3:1–7; 5:17). მათ ეხმარებიან სამსახურებრივი თანაშემწეები (1 ტიმოთე 3:8–10, 12, 13). ამ მამაკაცებს არ უკავიათ უფრო მაღალი მდგომარეობა კრების დანარჩენ წევრებთან შედარებით (2 კორინთელთა 1:24). მათ არა აქვთ მიცემული განსაკუთრებული წოდებები (მათე 23:8–10). ისინი სხვებისგან განსხვავებულად არ იცვამენ. მათ არც ფულს უხდიან მსახურებისთვის. უხუცესები მზადყოფნით ზრუნავენ კრების სულიერ მოთხოვნილებებზე. გასაჭირში ისინი ნუგეშისა და ხელმძღვანელობის წყაროს წარმოადგენენ (იაკობი 5:14–16; 1 პეტრე 5:2, 3).

5. აგრეთვე იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ დიდ შეხვედრებს, ანუ კონგრესებს. ამ დროს ბიბლიური დამოძღვრის სპეციალური პროგრამისთვის მრავალი კრება ერთად იკრიბება. ყოველი კონგრესის პროგრამის მუდმივი ნაწილი არის ახალი მოწაფეების მონათვლა (მათე 3:13–17; 28:19, 20).

6. იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი განყოფილება არის ნიუ-იორკში. იქ იმყოფება ხელმძღვანელი საბჭო, გამოცდილი უხუცესებისგან შემდგარი მთავარი ჯგუფი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ზედამხედველობს კრებებს. აგრეთვე მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალია. იქ მოხალისეების დახმარებით ხდება ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვა და ტრანსპორტირება. აგრეთვე იქ ორგანიზებას უწევენ სამქადაგებლო სამსახურს. ხომ არ გამოყოფდით დროს უახლოესი ფილიალის მოსანახულებლად?

 

1996 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.