| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? | გაკვეთილი 13 |
როგორ შეგიძლია ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა? |
|
| ყველა რელიგია მოსწონს ღმერთს, თუ მხოლოდ ერთი? (1) | |
| რატომ არსებობს ამდენი რელიგიები, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ? (2) |
|
| როგორ შეგიძლია ამოიცნო ჭეშმარიტი ქრისტიანები? (3–7) | |
1. იესომ საფუძველი ჩაუყარა ერთ ქრისტიანულ რელიგიას. ამიტომ დღეს უნდა არსებობდეს იეჰოვა ღმერთის თაყვანისმცემელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი (იოანე 4:23, 24; ეფესელთა 4:4, 5). ბიბლია გვასწავლის, რომ მხოლოდ ძალიან ცოტანი დადიან სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზაზე (მათე 7:13, 14). 2. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში თანდათან შევიდოდა ცრუ სწავლებები და არაქრისტიანული წეს-ჩვეულებები. ზოგიერთები გადაიბირებდნენ მორწმუნეებს, რომ ქრისტეს ნაცვლად მათ მიჰყოლოდნენ (მათე 7:15, 21–23; საქმეები 20:29, 30). ზუსტად ამის გამო ვხედავთ უამრავ განსხვავებულ რელიგიას, რომლებიც თავს ქრისტიანულ რელიგიებად აცხადებენ. როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები? 3. ჭეშმარიტი ქრისტიანების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქვთ ურთიერთ შორის (იოანე 13:34, 35). მათ არ უსწავლიათ, რომ სხვა რასის ან განსხვავებული კანის ფერის ადამიანებზე უკეთესები არიან. მათ არც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სიძულვილი უსწავლიათ (საქმეები 10:34, 35). სწორედ ამიტომ არ მონაწილეობენ ისინი ომებში. ჭეშმარიტი ქრისტიანები დაძმებივით ეპყრობიან ერთმანეთს (1 ოანე 4:20, 21).
4. ჭეშმარიტი რელიგიის სხვა განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მისი წევრები დიდად აფასებენ ბიბლიას. ისინი მას ღმერთის სიტყვად მიიჩნევენ და სწამთ, რასაც ის ამბობს (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). ისინი ღმერთის სიტყვას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ადამიანთა აზრებსა თუ წეს-ჩვეულებებს (მათე 15:1–3, 7–9). ისინი ცდილობენ, ყოველდღიურად იცხოვრონ ბიბლიური პრინციპების თანახმად. ამრიგად, ისინი არ მოქმედებენ ისე, რომ ერთს ქადაგებდნენ და მეორეს აკეთებდნენ (ტიტე 1:15, 16). 5. აგრეთვე ჭეშმარიტი რელიგია ღმერთის სახელისადმი პატივისცემას უნდა ავლენდეს (მათე 6:9). იესომ ამცნო სხვებს ღმერთის სახელი, იეჰოვა. ჭეშმარიტი ქრისტიანებიც მსგავსად უნდა იქცეოდნენ (იოანე 17:6, 26; რომაელთა 10:13, 14). შენი მეზობლებიდან რომლები ესაუბრებიან სხვებს ღმერთის სახელის შესახებ? 6. ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა ქადაგებდნენ ღმერთის სამეფოს შესახებ. იესო აკეთებდა ამას. ის ყოველთვის სამეფოს შესახებ ლაპარაკობდა (ლუკა 8:1). მან თავის მოწაფეებს უბრძანა, ექადაგებინათ ეს ცნობა მთელ მსოფლიოში (მათე 24: 14; 28: 19, 20). ჭეშმარიტ ქრისტიანებს სწამთ, რომ მხოლოდ ღმერთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას (ფსალმუნი 145:3–5). 7. იესოს მოწაფეები არ უნდა იყვნენ ამ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:16). ისინი არ ერევიან ქვეყნიერების პოლიტიკურ საქმეებში და საზოგადოებრივ კამათებში. ისინი ერიდებიან საზიანო ყოფაქცევას, წეს-ჩვეულებებსა და აზროვნებას, რომლებიც ასე ჩვეულია ამ ქვეყნიერებისთვის (იაკობი 1:27; 4:4). შეგიძლია თუ არა შენს უბანში ამოიცნო რელიგიური ჯგუფი, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანობის დამახასიათებელი ასეთი ნიშნები აქვს? |
||
1996 წლის გამოცემა |
|
Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|