| რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? | გაკვეთილი 10 |
ღმერთისთვის საძულველი ჩვევები |
|
| რას უნდა ფიქრობდე იმაზე, რასაც ღმერთი ბოროტებად მიიჩნევს? (1) | |
| რომელი სქესობრივი კავშირია უმართებულო? (2) | |
| როგორ უნდა უყურებდეს ქრისტიანი სიცრუეს? (3) აზარტულ თამაშებს? (3) ქურდობას? (3) ძალადობას? (4) სპირიტიზმს? (5) ლოთობას? (6) | |
| როგორ შეუძლია ადამიანს ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება? (7) | |
1. ღმერთის მსახურებს უყვართ სიკეთე. მაგრამ მათ ბოროტების სიძულვილიც უნდა ისწავლონ (ფსალმუნი 96:10). ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოერიდონ ღმერთისთვის საძულველ ჩვევებს. რომელია ამ ჩვევებიდან ზოგიერთი? 2. მრუშობა: ქორწინებამდე სექსი, მეუღლის ღალატი, სოდომია, სისხლის აღრევა და ჰომოსექსუალიზმი — ყოველივე ეს სერიოზული ცოდვაა ღმერთის წინაშე (ლევიანნი 18:6; რომაელთა 1:26, 27; 1 კორინთელთა 6:9, 10). თუ ორი დაუქორწინებელი პიროვნება ერთად ცხოვრობს, მათ ან უნდა შეწყვიტონ ურთიერთობა, ან კანონიერად დაქორწინდნენ (ებრაელთა 13:4).
3. სიცრუე, აზარტული თამაშები, ქურდობა: იეჰოვა ღმერთი არასდროს ცრუობს (ტიტე 1:2). ვისაც სურს მისი მოწონების დამსახურება, უნდა მოერიდოს სიცრუეს (იგავნი 6:16–19; კოლასელთა 3:9, 10). ნებისმიერ აზარტულ თამაშს სიხარბის სამარცხვინო დაღი ადევს. ამიტომ ქრისტიანები არ მონაწილეობენ არანაირ აზარტულ თამაშში, მაგალითად, როგორიცაა: ლატარია, დოღი და ბინგო (ეფესელთა 5:3–5). აგრეთვე ქრისტიანები არ ქურდობენ. ისინი შეგნებულად არ ყიდულობენ მოპარულ ნივთებს და დაუკითხავად არაფერს იღებენ (გამოსვლა 20:15; ეფესელთა 4:28). 4. განრისხება, ძალადობა: შეუკავებელმა რისხვამ შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს (დაბადება 4:5–8). შეუძლებელია, რომ მოძალადე პიროვნება ღმერთის მეგობარი იყოს (ფსალმუნი 10:5; იგავნი 22:24, 25). შურისძიება ან ბოროტების ბოროტებით გადახდა არასწორია (იგავნი 24:29; რომაელთა 12:17–21). 5. მაგიური შელოცვები და სპირიტიზმი: დაავადებების განსაკურნავად ზოგიერთი ადამიანი სულებს მიმართავს. სხვები თავიანთ მტრებს შელოცვას უკეთებენ, რომ დააავადმყოფონ ან მოკლან კიდეც. ძალა, რომელიც ყველა ამ საქმის მიღმა დგას, არის სატანა. ამიტომ ქრისტიანებმა არც ერთ მათგანში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა (მეორე რჯული 18:9–13). იეჰოვასთან სიახლოვის შენარჩუნება საუკეთესო თავდაცვაა შელოცვებისგან, რომლებსაც, შეიძლება, სხვები ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ (იგავნი 18:10). 6. ლოთობა: ღვინის, ლუდისა და ალკოჰოლის შემცველი სხვა სასმელების ზომიერად დალევა არ არის უმართებულო (ფსალმუნი 103:15; 1 ტიმოთე 5:23). მაგრამ უზომოდ სმა და ლოთობა არასწორია ღმერთის თვალში (1 კორინთელთა 5:11–13; 1 ტიმოთე 3:8). გადამეტებულმა სმამ შეიძლება ჯანმრთელობა შეგირყიოს და ოჯახი დაგინგრიოს. აგრეთვე ასე მოქმედებამ შეიძლება აღგძრას, რომ სხვა ცდუნებებსაც ადვილად დანებდე (იგავნი 23:20, 21, 29–35). 7. ადამიანები, რომლებიც ისეთ საქმეებს სჩადიან, რასაც ღმერთი ბოროტებად მიიჩნევს, „ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელთა 5:19–21). თუ ნამდვილად გიყვარს ღმერთი და გსურს ასიამოვნო მას, შენ შეძლებ ასეთი ჩვევებისგან გათავისუფლებას (1 იოანე 5:3). ისწავლე შეიძულო ის, რასაც ღმერთი ბოროტებად მიიჩნევს (რომაელთა 12:9). გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ღმერთის მოსაწონი ჩვევები აქვთ (იგავნი 13:20). მოწიფული ქრისტიანი ამხანაგები შეიძლება დახმარების წყარო აღმოჩნდნენ (იაკობი 5:14). და ყოველივეზე მეტად მიენდე იეჰოვას დახმარებას ლოცვის საშუალებით (ფილიპელთა 4:6, 7, 13). |
||
1996 წლის გამოცემა |
|
Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved. |
|