იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 6წინა სტატიამომდევნო სტატია

რა არის ღმერთის სამეფო?

სად არის ღმერთის სამეფოს ადგილსამყოფელი? (1)
ვინ არის მისი მეფე? (2)
მმართველობენ თუ არა მეფესთან ერთად სხვები?
თუ დიახ, რამდენი მმართველობს?  (3)
რა ცხადყოფს, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ? (4)
რას გააკეთებს ღმერთის სამეფო კაცობრიობისთვის მომავალში? (5–7)

1. დედამიწაზე ყოფნისას იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ ღმერთის სამეფოსთვის. სამეფო არის მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მეფე. ღმერთის სამეფო განსაკუთრებული მთავრობაა. მისი ადგილსამყოფელი ზეცაშია და ის იქიდან იმმართველებს დედამიწაზე. ის განწმენდს, ანუ წმინდას გახდის ღმერთის სახელს. ის ხელს შეუწყობს, რომ ღმერთის ნება ისე შესრულდეს დედამიწაზე, როგორც ზეცაში შესრულდა (მათე 6:9, 10).

2. ღმერთმა აღთქმა დადო, რომ თავის სამეფოში იესოს გაამეფებდა (ლუკა 1:30–33). დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაამტკიცა, რომ იქნებოდა კეთილი, სამართლიანი და სრულყოფილი მმართველი. ზეცაში დაბრუნებისას, ის მაშინვე არ გამეფებულა ღმერთის სამეფოში (ებრაელთა 10:12, 13). 1914 წელს იეჰოვამ მისცა იესოს აღთქმული ხელისუფლება. იმ დროიდან იესო მმართველობს იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფედ ზეცაში (დანიელი 7:13, 14).

3. აგრეთვე ზეციერი ცხოვრებისთვის იეჰოვამ ამოარჩია ზოგიერთი ერთგული მამაკაცი და ქალი დედამიწაზე. იქიდან ისინი იესოსთან ერთად უმმართველებენ კაცობრიობას, როგორც მეფეები, მსაჯულები და მღვდლები (ლუკა 22:28–30; გამოცხადება 5:9, 10). თავისი სამეფოს ამ თანამმართველებს იესომ ‘მცირე სამწყსო’ უწოდა. მათი რიცხვია — 144000 (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1–3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).

4. იესომ გამეფებისთანავე განდევნა ზეციდან სატანა და მისი ანგელოზები და ჩამოყარა დედამიწის შემოგარენში. სწორედ ამიტომ, 1914 წლიდან ყველაფერი ასე გაუარესდა აქ, დედამიწაზე (გამოცხადება 12: 9, 12). ომები, შიმშილობა, ეპიდემიები და მზარდი უკანონობა — ყოველივე ეს იმ ‘ნიშნის’ ნაწილია, რომელიც მიუთითებს, რომ იესო მმართველობს და რომ ახლა ამ სისტემის უკანასკნელი დღეებია (მათე 24:3, 7,8, 12; ლუკა 21:10, 11; 2 ტიმოთე 3:1–5).

5. მალე იესო გაასამართლებს ადამიანებს და მწყემსის მსგავსად, გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან. ‘ცხვრები’ ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთგულ ქვეშევრდომებად გამოავლენენ თავს. ისინი იცხოვრებენ მარადიულად. ‘თხები’ კი ისინი არიან, რომლებიც უარს იტყვიან ღმერთის სამეფოზე (მათე 25:31–34, 46). ახლო მომავალში იესო გაანადგურებს თხების მსგავს ადამიანებს (2 თესალონიკელთა 1:6–9). თუ გსურს, რომ იესოს ‘ცხვრებიდან’ ერთ-ერთი იყო, უნდა მოისმინო ცნობა სამეფოს შესახებ და იმოქმედო შესწავლილის შესაბამისად (მათე 24:14).

იესოს მმართველობის დროს აღარ იქნება სიძულვილი ან წინასწარაკვიატებული აზრები.

6. დღეს მსოფლიო მრავალ ქვეყანად არის დაყოფილი. თითოეულს საკუთარი მთავრობა ჰყავს. ეს ქვეყნები ხშირად ებრძვიან ერთმანეთს. მაგრამ ღმერთის სამეფო ადამიანთა ყველა მთავრობის ადგილს დაიკავებს. ის იმმართველებს დედამიწაზე, როგორც ერთადერთი ზეციერი მთავრობა (დანიელი 2:44). მაშინ აღარ იქნება ომი, დამნაშავეობა და ძალადობა. ყველა იცხოვრებს მშვიდობიანად და გაერთიანებულად (მიქა 4:3, 4).

7. იესოს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში ერთგული ადამიანები გასრულყოფილდებიან და მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ათასი წლის დასასრულისთვის იესო შეასრულებს ყველაფერს, რაც ღმერთმა სთხოვა. შემდეგ ის ისევ მამას გადასცემს სამეფოს (1 კორინთელთა 15:24). ხომ არ მოგეთხრო მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის იმის შესახებ, რასაც ღმერთის სამეფო გააკეთებს?

 

1996 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.