იეჰოვას მოწმეთა ოფიციალური ვებ-გვერდი

მთავარი გვერდი Beliefs Future Medical Topics Contact Us Publications Languages
რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? გაკვეთილი 2წინა სტატიამომდევნო სტატია

ვინ არის ღმერთი?

ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რა ჰქვია მას? (1, 2)
როგორი სხეული აქვს ღმერთს? (3)
როგორი ღირსშესანიშნავი თვისებები აქვს ღმერთს? (4)
საჭიროა თუ არა მისადმი თაყვანისცემისას
გამოსახულებებისა და კერპების გამოყენება? (5)
რომელი ორი საშუალებით შეგვიძლია შევიცნოთ ღმერთი? (6)

1. ადამიანები ბევრ რამეს სცემენ თაყვანს. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მან შექმნა ყოველივე ცაში და დედამიწაზე. რადგან მან მოგვცა სიცოცხლე, ის არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ (1 კორინთელთა 8:5, 6; გამოცხადება 4:11).

2. ღმერთს აქვს მრავალი ტიტული, მაგრამ სახელი მხოლოდ ერთი აქვს. ეს სახელი არის იეჰოვა. ბიბლიის მრავალ თარგმანში ღმერთის სახელი ამოღებულია და შეცვლილია ტიტულებით „უფალი“ ან „ღმერთი“. მაგრამ, როცა ბიბლიის წერა დასრულდა, სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ იყო მოხსენიებული მასში! (გამოსვლა 3:15, აქ; ფსალმუნი 82:19, აქ).

3. იეჰოვას აქვს სხეული, მაგრამ ჩვენი სხეულებისგან განსხვავებული. ბიბლია ამბობს: „ღმერთი არის სული“ (იოანე 4:24). სული წარმოადგენს სიცოცხლის ფორმას, რომელიც ჩვენი სიცოცხლის ფორმას ბევრად აღემატება. ადამიანს არასდროს უნახავს ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ზეცაში მკვიდრობს მას ყველაფრის დანახვა შეუძლია (ფსალმუნი 10:4, 5; იოანე 1:18). მაგრამ, რა არის სულიწმიდა? ის არ არის პიროვნება, როგორც ღმერთი. პირიქით, ის ღმერთის მოქმედი ძალაა (ფსალმუნი 103:30).

4. იეჰოვას პიროვნებას ბიბლია გვაცნობს. ის გვიჩვენებს, რომ მისი ღირსშესანიშნავი თვისებები არის სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა (მეორე რჯული 32:4; იობი 12:13; ესაია 40:26; 1 იოანე 4:8). აგრეთვე ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი არის მოწყალე, კეთილი, მიმტევებელი, სულგრძელი და მომთმენი. ჩვენ, როგორც მორჩილი შვილები, უნდა ვბაძავდეთ მას (ეფესელთა 5: 1, 2).


ღმერთის შესახებ ჩვენ ვსწავლობთ მისი შემოქმედებისა და ბიბლიის საშუალებით.

5. საჭიროა თუ არა თაყვანისცემისას მუხლი მოვიყაროთ ან ვილოცოთ გამოსახულებების, ხატებისა და კერპების წინაშე? არა! (გამოსვლა 20:4, 5). იეჰოვა გვეუბნება, რომ ჩვენ მხოლოდ მას უნდა ვცეთ თაყვანი. ის არ გაუყოფს თავის დიდებას ვიღაცას ან რაღაცას. გამოსახულებებს არ შესწევთ ძალა, რომ დაგვეხმარონ (ფსალმუნი 113:12–16; ესაია 42:8).

6. როგორ შეგვიძლია, უკეთესად შევიცნოთ ღმერთი? ერთი საშუალება არის ის, რომ დავუკვირდეთ მისი შემოქმედების შედეგებს და ღრმად ჩავუფიქრდეთ, რაზეც ისინი მეტყველებენ. ღმერთის შემოქმედება გვიჩვენებს, რომ მას აქვს უდიდესი ძალა და სიბრძნე. ღმერთის შემოქმედებაში ჩვენ მის სიყვარულს ვხედავთ (ფსალმუნი 18:2–7; რომაელთა 1:20). ღმერთის შესაცნობად მეორე საშუალება არის ბიბლიის შესწავლა. მასში იეჰოვა უფრო მეტს მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორი ღმერთია. აგრეთვე ის მოგვითხრობს თავისი განზრახვისა და იმის შესახებ, რასაც ჩვენგან მოელის (ამოსი 3:7; 2 ტიმოთე 3:16, 17).

 

1996 წლის გამოცემა

მთავარი გვერდიზევითpწინა სტატიამომდევნო სტატია

Copyright © 2008 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania. All rights reserved.