იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ? |
შეკითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ დაინტერესებული ადამიანებითუ ღმერთი სიყვარულია, რატომღა უშვებს ბოროტებას?
ღმერთმა დაუშვა ბოროტება, და მილიონობით ადამიანი ბოროტებას განზრახ სჩადის. მაგალითად, აცხადებენ ომებს, ხოცავენ ბავშვებს, აჩანაგებენ დედამიწას და მათ გამო მრავალი ადამიანი შიმშილობს. მილიონები ეწევიან და ფილტვების კიბო უჩნდებათ, მეუღლეს ღალატობენ და ვენერული დაავადებებით იტანჯებიან, ჭარბად იღებენ ალკოჰოლს და ღვიძლის ციროზი ემართებათ და ასე შემდეგ. ასეთ ხალხს, სინამდვილეში, არ სურს, ბოროტებას ბოლო მოეღოს. მათ მხოლოდ ბოროტების შედეგების აცილება სურთ; როცა იმკიან იმას, რაც დათესეს, ჩივიან, რაღა მე დამემართაო. ისინი ღმერთს ადანაშაულებენ, როგორც იგავნის 19:3-შია ნათქვამი: იეჰოვა, უმთავრესად, იმის გამო უშვებს ბოროტებას, რომ პასუხი გასცეს სატანის გამოწვევას. სატანა ეშმაკმა განაცხადა, რომ ღმერთი ვერ დაასახლებდა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებიც მისი ერთგულები იქნებოდნენ გაჭირვების დროს (იობი 1:6—12; 2:1—10). იეჰოვამ სატანას არსებობის ნება დართო და საშუალება მისცა, დაემტკიცებინა თავისი შეხედულება (გამოსვლა 9:16). სატანა ღვთის წინააღმდეგ ადამიანთა წასაქეზებლად ახლაც განაგრძობს მათ ტანჯვა-წამებას და ამით თავისი შეხედულების დამტკიცებას ცდილობს (გამოცხადება 12:12). მიუხედავად ამისა, იობმა შეინარჩუნა უმწიკვლობა. იგივე გააკეთა იესომაც. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ამას აკეთებენ (იობი 27:5; 31:6; მათე 4:1—11; 1 პეტრე 1:6, 7). სიამოვნებით ვირწმუნებდი, რომ ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე, მაგრამ განა ეს დაუჯერებელი არ არის?ბიბლიის თანახმად, არ არის დაუჯერებელი. ეს დაუჯერებელი ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალი საუკუნეა, რაც ბოროტება კაცობრიობის თანამგზავრია. იეჰოვამ შექმნა დედამიწა და უთხრა ადამიანებს, აევსოთ იგი გულმართალი მამაკაცებითა და ქალებით, რომლებიც კი არ მოსპობდნენ მას, არამედ იზრუნებდნენ მის მცენარეებსა და ცხოველებზე. (იხილეთ სტატიები: „რა სწამთ მათ?“ და „სასიხარულო ცნობა, რომლის გაზიარებაც მათ სურთ“). აღთქმული სამოთხე კი არ არის იმდენად კარგი, რომ დაუჯერებელი იყოს მისი არსებობა, არამედ დღევანდელი მდგომარეობაა იმდენად ცუდი, რომ დაუჯერებელია, დიდხანს გასტანოს. მას სამოთხე შეცვლის. რა ვუპასუხო მათ, ვინც დაცინვით ამბობს, რომ ბიბლია მითია და შორს არის მეცნიერებისგან?ბიბლიური დანაპირების დაჯერება გულუბრყვილობას როდი ნიშნავს. ბიბლიური არქეოლოგია მრავალმხრივ ადასტურებს ბიბლიური ისტორიის სიზუსტეს. ჭეშმარიტი მეცნიერება ეთანხმება ბიბლიას. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ბიბლიაში ჯერ კიდევ მაშინ იყო მოცემული, სანამ მეცნიერები აღმოაჩენდნენ: თანამიმდევრობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა დედამიწის განვითარების ცალკეული სტადიები; ის, რომ დედამიწა მრგვალია და სივრცეში არაფერზეა დაკიდებული; ფრინველების სეზონური გადაფრენა (დაბადება, თავი 1; ესაია 40:22, შესრულებული წინასწარმეტყველებებით დასტურდება, რომ ბიბლია ზეშთაგონებულია. დანიელმა იწინასწარმეტყველა მსოფლიო იმპერიათა წარმოშობა და დაცემა და ის დროც, თუ როდის უნდა მოსულიყო და როდის უნდა მოეკლათ მესია (დანიელი, თავები 2, 8; 9:24—27). დღეს კი სრულდება სხვა წინასწარმეტყველებები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება როგორ ვისწავლო ბიბლიასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა?უნდა სწავლობდე ბიბლიას, უფიქრდებოდე ნასწავლს და, ამავე დროს, ღმერთს თავისი სულით ხელმძღვანელობას სთხოვდე (იგავნი 15:28; ლუკა 11:9—13). რატომ ეწინააღმდეგება ბევრი იეჰოვას მოწმეებს და რატომ არ მირჩევენ მათთან ბიბლიის შესწავლას?იესოს ეწინააღმდეგებოდნენ ქადაგებისას. მან თქვა, რომ თავის მიმდევრებსაც გაუწევდნენ წინააღმდეგობას. როდესაც ზოგიერთზე შთაბეჭდილებას ახდენდა ის, თუ როგორ ასწავლიდა იესო, რელიგიური მოწინააღმდეგენი კადნიერად ამბობდნენ: რატომ აკითხავენ იეჰოვას მოწმეები მათ, რომლებიც უკვე რომელიმე რელიგიის მიმდევრები არიან?ასეთი მოქმედებით ისინი ჰბაძავენ იესოს, რომელიც იუდეველებთან მიდიოდა. იუდეველებს თავიანთი რელიგია ჰქონდათ და ის, უმთავრესად, არ შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას (მათე 15:1—9). ყველა ერს აქვს ესა თუ ის რელიგია, ქრისტიანული იქნება ეს თუ — არაქრისტიანული. ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ისეთი რწმენა, რომელიც ღვთის სიტყვას შეესაბამება. მოყვასისადმი სიყვარულით აღძრული მოწმეები ცდილობენ, ამ მხრივ დაეხმარონ მათ. სწამთ იეჰოვას მოწმეებს, რომ მხოლოდ თავიანთი რელიგიაა ჭეშმარიტი?ყველა, ვინც სერიოზულად ეკიდება თავის რელიგიას, უნდა თვლიდეს, რომ ეს რელიგია ჭეშმარიტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომღა იქნებოდა მისი მიმდევარი? ქრისტიანებისთვის საყურადღებოა რჩევა: სწამთ მოწმეებს, რომ მხოლოდ თვითონ გადარჩებიან?არა. მილიონობით ადამიანს, რომლებიც გასულ საუკუნეებში ცხოვრობდნენ და არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, აღდგომისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემა. მრავალ მათგანს, ვინც დღეს ცხოვრობს, ჯერ კიდევ რა ფულად შესაწირავს მოელიან მათგან, ვინც იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს ესწრება?ფულადი შესაწირავის შესახებ პავლე მოციქულმა თქვა: თუ იეჰოვას მოწმე გავხდები, მეც მომიწევს ქადაგება?როცა ადამიანი აღტაცებულია იმ აღთქმებით, რომლებიც ქრისტეს მეფობის დროს შესრულდება სამოთხეში დედამიწაზე, სურვილი უჩნდება, რომ ეს სხვებსაც გაუზიაროს. თქვენც ასე მოიქცევით. ეს ხომ სასიხარულო ცნობაა! (საქმეები 5:41, 42). ამით ცხადყოფთ, რომ იესო ქრისტეს მოწაფე ხართ. ბიბლიაში იესოს ეწოდება სასიხარულო ცნობის გაცხადება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ეს ხშირად შესაძლებელია მეგობრებთან და ნაცნობებთან საუბრისას. ზოგი წერილებს სწერს ან ტელეფონით უყვება სხვებს მის შესახებ. ზოგი კი თავის ნაცნობებს ფოსტით უგზავნის ლიტერატურას მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხებზე. იეჰოვას მოწმეებს არ სურთ, ვინმე გამორჩეთ და ამიტომაც კარდაკარ აუწყებენ ამ ცნობას. ბიბლიაში ასეთი გულთბილი მოწვევაა: «სული და სასძლო ამბობენ: ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ სხვა კითხვებიც გაქვთ იეჰოვას მოწმეებისა და მათი რწმენის შესახებ. შესაძლოა, ზოგი მათგანი საკამათო იყოს. ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებდით. ვინაიდან ამ ბროშურაში ადგილი შეზღუდულია, მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზში მათი კრების შეხვედრებზე, ან მაშინ, როცა შინ მოგაკითხავენ. ასევე შეგიძლიათ შეკითხვები საზოგადოება |
2002 წლის გამოცემა |