იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ? |
ვინ არიან?იეჰოვას მოწმეებს სურთ, უკეთ გაეცნოთ მათ. შესაძლოა, შეხვედრიხართ ამ ხალხს როგორც სამეზობლოში, ისე სამსახურში ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ვითარებებში. ალბათ, გინახავთ ისინი ქუჩაში, როცა ჟურნალებს სთავაზობდნენ გამვლელებს ან მათთან შეიძლება გისაუბრიათ კიდეც თქვენი სახლის კართან. იეჰოვას მოწმეები ნამდვილად დაინტერესებული არიან თქვენით და თქვენი კეთილდღეობით. მათ სურთ, დაგიმეგობრდნენ და უფრო მეტი მოგითხრონ თავიანთი თავის, რელიგიური მრწამსის, ორგანიზაციისა და იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ხალხსა და ზოგად საკაცობრიო საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. მათ ეს ბროშურა ამ მიზნით გამოსცეს. იეჰოვას მოწმეები, საერთო ჯამში, არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან. მათაც ჩვეულებრივი პრობლემები აქვთ: ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ემოციური; ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, რადგან არ არიან სრულყოფილნი, წმინდანნი ან უცოდველნი. მაგრამ ცდილობენ, შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება და გულმოდგინედ ისწავლონ ბიბლია, რათა გაუმჯობესდნენ. მათ თავი მიუძღვნეს ღმერთს მისი ნების შესასრულებლად და მოწადინებული არიან, ამ მიძღვნის შესაბამისად იმოქმედონ. ყოველგვარ საქმიანობაში ღვთის სიტყვისა და მისი სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიმართავენ.
მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი მრწამსი დაფუძნებული იყოს ბიბლიაზე და არა, უბრალოდ, ადამიანთა ვარაუდებსა თუ რელიგიურ შეხედულებებზე. ისინიც ისე ფიქრობენ, როგორც პავლე მოციქული, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა:
უდავოდ, იეჰოვას მოწმეები ენდობიან ბიბლიას, როგორც ღვთის სიტყვას. მათ მიაჩნიათ, რომ ბიბლიის 66 წიგნი ღვთისგან შთაგონებული და ისტორიულად ზუსტია. ახალ აღთქმას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს უწოდებენ, ძველს კი — ებრაულ წერილებს. ისინი ეყრდნობიან როგორც ბერძნულ, ისე ებრაულ წერილებს და მათ პირდაპირი გაგებით აღიქვამენ, გარდა იმ გარკვეული გამოთქმებისა თუ მონაკვეთებისა, რომლებსაც აშკარად გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. მათ დაინახეს, რომ ბიბლიის ბევრი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა, ზოგი ამჟამად სრულდება, დანარჩენი კი მომავალში შესრულდება. მათი სახელწოდება
|
| ღვთის სახელი ძველ ებრაულ ენაზე. |
სახელი იეჰოვა (ან იაჰვე, რომელსაც კათოლიკური
| ეს სახელი სასამართლო პროცესს უკავშირდება. |
იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი სახელწოდება საღვთო წერილიდან, ესაიას 43-ე თავიდან, აიღეს. ამ თავში მსოფლიო სასამართლო დარბაზად არის წარმოდგენილი: ყველა ერის ღმერთები მოწვეული არიან, რათა მოწმეები გამოიყვანონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ან იეჰოვას მხრიდან წარდგენილ მოწმეებს მოუსმინონ და ჭეშმარიტება აღიარონ. იეჰოვა უცხადებს თავის ხალხს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი
იეჰოვა ღმერთს იესოს დაბადებამდე ათასობით წლით ადრე ჰყავდა მოწმეები დედამიწაზე. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში ჩამოთვლილია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი. ებრაელთა 12:1-ში კი ნათქვამია:
დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000-ზე მეტი ადამიანი ქადაგებს სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ, რომელსაც ქრისტე იესო მეთაურობს. მაშასადამე, ისინი მართებულად უწოდებენ თავიანთ თავს იეჰოვას მოწმეებს.
| 230–ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000–ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. | ![]() |
![]()
* თუ არაფერია მითითებული, ციტატები ებრაული წერილებიდან მოყვანილია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიიდან (სსგ), ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი — წიგნიდან
# ქართულ ენაზე არსებული ბიბლიის თარგმანების შესახებ
2002 წლის გამოცემა |